Saturday, October 15, 2011
Friday, October 14, 2011
დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს და ზედმეტად მხურვალე მზის სხივი აშკარად ცუდათ მოქმედებს ჩემს ნერვულ სისტემაზე,უცნაურია,მაგრამ ვერ ვიტან,როცა მზე ასე სასტიკად ცდილობს მაღვიძარას ფუნქცია შეასრულოს .. უამრავი გამოტოვებული ზარი და sms-ი,ტექსტი ერთი და იგივეა,ყველა სვეტიცხოვლობას მილოცავს.. წესით, რიგით და კანონით დღეს ოფიციალურად დასვენების დღეა,თუმცა ორი შეხვედრა და + ინგლისურის ტესტირება სწორედ ეს არის მიზეზი,თუ რატომ არ მინდა დავტოვო ჩემი მწვანე საწოლი.:)
ერთ-ერთ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არსებობენ არაპროფესიონალი და ზედმეტად საკუთარ თავში დაჯერებული დებილები,ძვირადღირებული ტანსაცმლით და იაფფასიანი ღიმილით,ერთი სიტყვით ჩამოყალიბებული იდიოტის შთაბეჭდილება დამიტოვა,ადამიანმა ,რომელსაც სამართავად უზარმნაზარი, ახლად დაარსებული კომპანია ჩააბარეს.. სასაცილოა.. მაგრამ უარესებიც ხდება თურმე..

Thursday, October 13, 2011
მინდა..
ერთ დღეს როცა სევდამ წალეკა ჩემს სულში ყველაფერი ნათელი,მეგობარმა მირჩია ჩემი განცდები აქ დამეწერა,დავინტერესდი იდეით ,მაგრამ ისევე როგორც ადრე,მხოლოდ რამიოდენიმე ჩანაწერი და მივატოვე ბლოგი თავისი ემოციებით....დრო გავიდა,არც ისე ბევრი, უამრავი მიზეზის გამო მინდა დავუბრუნდე,არ ვიცი მიმიღებს თუ არა ღალატის შემდეგ ეს სამყარო?!,ჩემი არა-რეალური სამყარო,რომელშიც გადმოსახლება გადავწყვიტე,ვიცი აქ არავინ მელის,ინტერესიც ნაკლებია სხვისი მხრიდან,მაგრამ გადავწყვიტე აქ დავიდო ბინა..მინდა მეგობრობა მასთან, მინდა აქ ვიცხოვრო,მინდა ყველაფერი ის რაც მაწუხებს ასე ძალიან ამ სამყაროში გადმოვიტანო...იმედია ამჯერად ვუერთგულებ და მიერთგულებს "ხმუნკას ბლოგი"..როგორ მივეჩვიე ღალატს.. არა როგორ მიმაჩვიეს ღალატს ამ ყველაფერსაც სიამოვნებით მოვყვები,ალბათ მხოლოდ ჩემთვის, გავითავისუფლებ სულს და გონებას...
Subscribe to:
Comments (Atom)