სიზმარმა შემაშნა...
მამა მესიზმრა, ყოველთვის ასე ხდება, როცა, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში, ვიღებ გადაწყვეტილებებს, ან რაღაც მელოდება.. ყოველთვის მაფრთხილებს, სულ ვგრძნობ მის არსებობას, მუდმივად, განუწყვეტლივ, ღამით როცა ყველას ძინავს შემიძლია გავიგო მისი სუნთქვა, ფეხის ხმა, არანორმალურიაო, ალბათ გაიფიქრებთ, მაგრამ არა მე მართლა მესმის.. უკვე ორი წელი, რაც მამა გარდაცვლილია, მონატრება და სიყვარული კი დღითიდღე იზრდება.. რთულია, როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, ოჯახის წევრს, მამას, მეგობარს, რთულია, როცა გვერდით არ გყავს, როცა გჭირდება, მონატრებასა და სიყვარულს ფოტოებიდან, ხოლო სითბოს, მოგონებებიდან იღებ.. ივსები რაღაც დროით, რაღაც დოზით,შემდეგ კი ისევ იწყვება იგივე..... რთუილია, როცა მთელი ცხოვრება მას უკავშირდება, შენი სიცოცხლის ყოველი წუთ., ერთ დღეს კი, შავ-თეთრი, ძველი კონოთეატრის კინოფირივით, მკრთალად ჩაგირბენს მოგონებები, მათში სიხარული, ბედნიერება, რთული პერიოდი და სინანულიცაა.. ეს კინოფირი მოძველებულია,ამიტომ, ხშირად ვერ ნახავ. არ შიძლება, გაცრეცილია, უნდა გაუფრთხილდე, არ დააზიანო, არ გააფუჭო..სიზმრები- არეული, ბუნდოვანი, გაურკვეველი და ხშირად უაზროა, ჩემთვის ყოველთვის წინათგრძნობასთნ ასოცირდება,ამიტომ არ მინდა ვნახო, ვერ ვიტან სიზმრებს, არ მიყვარს, მაგრამ განა ითვალისწინებს ჩემს სურვილს სიზმრის ანგელოზი?
მიუხედავად ჩემი მისდამი დამოკიდებულებისა, მაინც მადლობელი ვარ სიზმრის, რადგან,სიზმარი ერთადერთია სადაც შემიძლია ვნახო მამა, მოვეფერო, ხელით შეეხო და ვუთხრა მენატრები , მიყვარხარ, ვამაყობ შენით, არასოდეს დაგივიწყებ..


