Saturday, October 15, 2011

ნახევრადწვიმიანი ბათუმი...რაღაცის დაწერას ვაპირებდი,მაგრამ         უამრავჯერ წავშალე და ბოლოს გადავწყვიტე არაფერი დამეწერა.. იმასაც ვერ ვიტყვი რომ მეტისმეტად ამიფორიაქდა სული და სათქმელი ამერია თქო,უბრალოდ არ მეწერინება დღეს :D :(((
ამ ფოტოსნაირი ისტორია მინდოდა მომეყოლა... /

Friday, October 14, 2011

   დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს და ზედმეტად მხურვალე მზის სხივი აშკარად ცუდათ მოქმედებს ჩემს ნერვულ სისტემაზე,უცნაურია,მაგრამ ვერ ვიტან,როცა  მზე  ასე სასტიკად ცდილობს მაღვიძარას ფუნქცია შეასრულოს .. უამრავი გამოტოვებული ზარი და sms-ი,ტექსტი ერთი და იგივეა,ყველა სვეტიცხოვლობას მილოცავს.. წესით, რიგით და კანონით დღეს ოფიციალურად დასვენების დღეა,თუმცა ორი შეხვედრა და + ინგლისურის ტესტირება სწორედ ეს არის მიზეზი,თუ რატომ არ მინდა დავტოვო ჩემი მწვანე საწოლი.:)
ერთ-ერთ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არსებობენ არაპროფესიონალი და ზედმეტად საკუთარ თავში დაჯერებული დებილები,ძვირადღირებული ტანსაცმლით და იაფფასიანი ღიმილით,ერთი სიტყვით ჩამოყალიბებული  იდიოტის შთაბეჭდილება დამიტოვა,ადამიანმა ,რომელსაც სამართავად უზარმნაზარი, ახლად დაარსებული კომპანია ჩააბარეს.. სასაცილოა.. მაგრამ უარესებიც ხდება თურმე.. 

Thursday, October 13, 2011

მინდა..

  ერთ დღეს როცა სევდამ წალეკა ჩემს სულში ყველაფერი ნათელი,მეგობარმა მირჩია ჩემი განცდები აქ დამეწერა,დავინტერესდი იდეით ,მაგრამ ისევე როგორც ადრე,მხოლოდ რამიოდენიმე ჩანაწერი და მივატოვე ბლოგი თავისი ემოციებით....დრო გავიდა,არც ისე ბევრი, უამრავი მიზეზის გამო მინდა დავუბრუნდე,არ ვიცი მიმიღებს თუ არა ღალატის შემდეგ ეს სამყარო?!,ჩემი არა-რეალური სამყარო,რომელშიც გადმოსახლება გადავწყვიტე,ვიცი აქ არავინ მელის,ინტერესიც ნაკლებია სხვისი მხრიდან,მაგრამ გადავწყვიტე აქ დავიდო ბინა..მინდა  მეგობრობა მასთან, მინდა  აქ ვიცხოვრო,მინდა ყველაფერი ის რაც მაწუხებს ასე ძალიან ამ სამყაროში გადმოვიტანო...იმედია ამჯერად ვუერთგულებ და მიერთგულებს "ხმუნკას ბლოგი"..როგორ მივეჩვიე ღალატს.. არა როგორ მიმაჩვიეს ღალატს ამ ყველაფერსაც სიამოვნებით მოვყვები,ალბათ მხოლოდ ჩემთვის, გავითავისუფლებ  სულს და გონებას...

Sunday, June 26, 2011

მინდა დავწერო,თანაც ბევრი,ემოცია,განცდა,აჩქარებული პულსი,ადრენალინი,არ ვიცი კიდევ რას და როგორ განვიცდი.. მიზეზი მაქვს თქო, რომ გითხრათ ალბათ მოგატყუებთ..მინდოდა დრო გამეჩერებინა,მყავარებოდი და შენც იგივეთი გეპასუხა..მინდოდა დამეჯერებინა,რომ არაფერი შეცვლილა და ისევ ისეა ყველაფერი როგორც მაშინ ... მინდა შენით, შენთან ერთად ვიცხოვრო ,ვიცოცხლო, ვიარსებო შენით... მინდა თანაც ძლიერ..არადა ეს შეუძლებელია.. რატომ ხდება ასე???რატომ არის სულ რაღაც, ვიღაც ...რომელიც ხელს უშლის ამ ყველაფერს,ვფიქრობ და თან ჩნდება აზრი..ნეტა მხოლოდ მიზეზი, ხომ არ არის ეს ყველაფერი... შეიძლება არ დაწერილა ჩვენი ერთად ყოფნა,მაგრამ ვის უნდა დაეწერა ან სად და რატომ?? ადამიანები საკუთარი გონებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და სურვილისამებრ ვმოქმედებთ.. არადა როგორ შემეძლო დამეთმო ყველაფერი..ყველა... მხოლოდ შენთვის... მხოლოდ შენსგამო..შენი სიყვარულისთვის..

Tuesday, February 15, 2011

უბრალოდ

0:44 წუთია, საკმაოდ ემოციური დღის შემდეგ ვერ ვიძინებ, 14 თებერვლის ღამე საინტერესო იყო ჩემთვის, ეხლა ვფიქრობ,
 გადაწყვეტილება მივიღე და ვფიქრობ მის სისწორეზე :)
არ მინდა დავაზარალო ვინმე, რაიმე, არ მინდა გაფუჭდეს.. 
დაიკარგოს..
არ მინდა მსხვერპლი..
არ მინდა გულის ტკენა..
არ მინდა შევცდე..
მინდა სწორი გადაწყვეტილება მივიღო.
ხშირად ჩემივე უაზრობის გამო ვაფუჭებ ურთიერთობებს ...
ვიცი რთული ვარ საშინელი, მეუბნებიან მომთხოვნიც ხარო, არადა მე სხვაგვარად ვფიქრობ..
მხოლოდ დიდი სურვილი და ცოტაოდენი მონდომებაა საჭირო იმისთვის, ვიყო მარტივი... არა გავხდე მარტივი!!! 
ერთ აზრს მეორე  კვეთს და ასე ვიკარგები ლაბირინთებში..
მოკლედ, შევეცდები დავიძინო ..


აღარ მაშინებს სუსხი...

დღეს პირველად მოვიქეცი ისე როგორც ადრე..
პირველად მომინდა სახლიდან ხალისიანად გასვლა, პირველად გავედი ქუჩაში თამამად, პირველად ვიყავი ძალიან ამაყი, არ ვღელავდი,არ მეშინოდა, არ ვდარდობდი, არ განვიცდიდი, პულსიც შესაბამისად ნორმალურია..
 არ მადარდებდა ხალხის უაზრო კითხვები, რომელსაც ასე გავურბოდი, საკუთარ თავს ვუთხარი მე მზად ვარ, არ ვიმალები .. მინდოდა ყველასთვის მეთქვა, მოდით შემეკითხეთ, აქ ვარ გიპასუხებთ.. მინდოდა დაენახათ, რომ მე შევძელი მოვერიე, გვიან მაგრამ მაინც...
დღეს პირველად მომინდა წვიმაში დავმდგარიყავი და ხმამაღლა მეყვირა დაგამარცხე.
მეთქვა,მე გავიმარჯვე.. 
გაცილებით ძლიერი ვარ ვიდრე ფიქრობდი, ვიდრე გეგონა....
მართალია ვერ გაიგებდა მაგრამ მაინც მინდოდა მეთქვა...
არა რა ცინიკურია სამყარო, უცნაური, ამოუცნობი, სასტიკად დასცინის ჩვენს ქმედებებს მაშინ როცა გულუბრყვილოდ ვაგებთ ოცნების კოშკებს, მაშინ როცა, ბრმად გვჯერა შუშის სასახლის არსებობის, თან ბოროტია, ჩუმად დაგვცინის,...
... არ მიყვარს წვიმა,სიცივე, ვერ ვიტან ქარს.. სუსხს..
   მაგრამ
დღეს პირველად ვერ ვგრძნობდი, როგორ მელეწებოდა სახეში წვიმა, საღამოს სუსხმა ვერ შემიწუხა ვერცერთი ნერვი.. :) 
მე ბედნიერი ვარ,
 გავაკეთე ფაქტების ანალიზი, მივხვდი, გაცილებით რთული სიტუაციიდან გამოდის ხალხი, პოულობს ძალას, კეთილი შურით მშურს ჩემი მეგობრის , ის დღეს მაგალითად იქცა ჩემთვის, ახალგაზრდას, ორი თვის შვილთან ერთად სულ მარტოს, არ ეშინია ცხოვრების სისასტიკის, დარწმუნებულია იქნება ბედნიერი, გაუძლებს და გაძლიერდება...
ბუნების კანონია ის, რომ დასაწყისს დასასრული, ხოლო დასასრულს ისევ ახალი დასაწყისი მოყვება, ასე გრძელდება, სანამ, საბოლოოდ არ შეწყდება ჩვენი პულსი წუთისოფელში..
გავიგე ფასი იმ ყველაფრისა რაც მაქვს და რაც მიყვარს, შემიყვარდა წვიმა, სიცივე, ვეღარ მაშნებს სუსხი, ვიცი მარტო არ ვარ.. ვიცი ვარსებობ.. ვიცი არსებობს ის ვისთვისაც ვცოცხლობ... 
დღეს მქონდა ემოციების ზღვა, ოკეანე..კიდევ ერთხელ   დავრწმუნდი, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე.. თუ დრო არ მოვა, თვით ბობოქარი ზღვაც ვერ წაგართმევს, ძალას, სიცოცხლეს,. უფლის ნებაა ყველაფერი, თუ მას უნდა რომ იცოცხლო, იცოცხლებ კიდეც, მთელი ჭიქიდან წყალი ვერ დაიღვრება თვისით, თუ არ აივსო...
 დავიჯერე, რომ რწმენა სასწაულებს ახდენს, დავრწმუნდი,თუ სიცოცხლის სურვილია.. ყინვა ვერაფერს გაკლებს.. აღვიქვი ის რომ,  გატეხილი ქვევრი ღვინოს ვერ გაიჩერებს.. დაიღვრება.. მიწაში დაიკარგება...
მაგალითია ის, რომ სიცოცხლის სურვილმა, ორი დღე ატივტივა ბობოქარ ზღვაში ადამიანი, - ის გადარჩა, გადარჩა სასწაულად, ღვთის ნებით.. და მერე კიდევ იტყვიან სასწაულები არ ხდებაო, არ მოხდება თუ არ დაიჯერებ, ვერ  დაინახავ უფალს, თუ არ შეიგრძენი, თუ არ გაიაზრე, თუ არ შემოუშვი შენში...
ვიცი ისევ გაწვიმდება, ისევ აცივდება, მაგრამ, მე აღარ მაშინებს სუსხი...

Monday, February 14, 2011

დასველბული კალათის ყვავილები

იყო კალათა, დაწნული, ჩვეულებრივი, ცარიელი, უბრალო,შავ-თეთრი.. დროთა განმავლობაში მუქდებოდა მხოლოდ.. ყოველთვის ეშინოდა, შიგ დამაზიანებელი ნივთების მოხვედრის, ამიტომ ცდილობდა არავისთვის მიეცა უფლება ჩაეწყო რამე, ესარგებლა და შემდეგ 
მიეტოვებინა, არ იყიდებოდა , არც გასაყიდად დახლზე იყო  გამზადებული..არ ჩქარობდა..
 ფიქრობდა რომ კარგად ვერ მოუვლიდნენ და ელოდებოდა საუკეთესოს, რომელიც მხოლოდ ყვავილების ჩასაწყობად გამოიყენებდა, გაუფრთხილდებოდა, მოეფერებოდა.. ელოდებოდა, იმას ვინც ცარიელს სილამაზით შეავსებდა.
ეყვარებოდა და ცხოვრების გასალამაზებლად გამოიყენებდა..
შესაძლო ფუნქციებსა და მომავალზე ხშირად ფირქრობდა, შიში იპყრობდა , როცა სანაგვეზე გადაგდების ისტორიებს ისმენდა.. არ ელოდა, მაგრამ მოულოდნელად , აზრზემოუსვლელად ერთ დღეს, ერთი ყვავილი ჩადეს კალათაში., თან ისე ნებართვა არავის აუღია,,ერთს მეორე დაემატა, მეორეს მესამე და ნელ-ნელა შეივსო,  ფერი მოუვიდა, ფერადი ყვევილებით გალამაზდა, გაოცდა, ოცნება დაიწყო, ბევრი იოცნება, ნახე რომ ყველა აზრი რომელიც თავში გაუელვებდა და მის სურვილს გამოხატავდა, რეალობად იქცა, დაიწყო ოცნებების ასრულების დრო, აი ისეთი რომელზეც ვერასდროს იფიქრებდა,ვერ წარმოიდგენდა, მხოლოდ ოცნება შეეძლო ისიც ღრმად გულში, თავისთვის, ფრთხილად..დაივიწყა ყველა და ყველაფერი,გადაეშვა სურვილების მორევში...ფრენა ისწავლა, მაღლა დაფრინავდა სულ მაღლა, ყველაზე მაღლა,. უცებ... შეწყდა რაც იყო ლამაზი.. გამუქდა, მოიღრუბლა, ცამ ფერი იცვალა.. ჩამოღამდა...  შემაზრზენმა ქუხილმა დაანგრია ოცნებები, განათდა მუქად, კალათის ტკივილივით იკლაკნებოდა ელვა  ცაზე და დაიწყო ძლიერი წვიმა.. დასველდა ყვავილები, დარჩა თავშესაფარის გარეშე ღია ცის ქვეშ,  წვიმამ წალეკა სიცოცხლის სურვილი, შორს, ძალიან შორს წაიღო..  სასწაულმა გადაარჩინა, დილით გამოღვიძებულმა შეამჩნია, რომ ბობოქარ ღამეს ყველაფერი გაექრო ფერადი კალათიდან .. გადაერეცხა.. ისევ დარჩა ცარიელი.. ისევ მუქი. მაგრამ, შეძლო და გააგრძელა სიცოცხლე.. გამოფხიზლდა,ივიწყებს დაკარგულ სილამაზეს და კვლავ იბრუნებს ფერს, სილამაზეს.. ამჯერად უფრო ძლიერია, იცის და შეძლებს თავის დაცვას, უკვე აქვს ის რაც დაიცავს, ხასიათში, სულიერად და ფიზიკურად....







Sunday, February 13, 2011

დაბრუნება


დილიდან წვიმს ბათუმში, სიცივესა და თებერვლის ყინვას, ფონად ჩემი ამაზრზენი განწყობა ემატება, ეს ყოველივე გაცრეცილ, მრავალტალღოვან  ბნელ პესიმიზმს უფრო მეტად ამუქებს.. საშინელებაა როცა, შენივე უაზრობის გამო განწყობას იფუჭებ, ნერვებს იგლეჯ და საბოლოო შედეგამდე მაინც ვერ მიდიხარ....დაახლოებით შემოდგომის დასაწყის გავს, იცი რომ ფოთლები  გაყვითლდება, უსიცოცხლოდ დაეცემა დედამიწას.  უკვე გამხმარს კი ქარი  სადღაც მიმოფანტავს, იცი ეს ყველაფერი მოხდება და შეეცადო შეცვალო, შეანელო - დაახლოებით ასეთივეა, იფიქრო და ინერვიულო, იმაზე რაც ვერ გამოსწორდება..  არ გამოსწორდება და მისი შეცვლაც უაზრო მცდელობად დარჩება მხოლოდ..



უკვე ოცდამერვე დღეა რაც სამუშაოს გარეშე 
ვარ, მთელი ეს პერიოდი საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ დასვენება მჭირდებოდა, არა მართლაც ასე იყო, მჭირდებოდა თანაც საშინლად. დღეს კი პირველად ,მძაფრად ვიგრძენი რომ დროა ავდგე, გავექანო და გავხდე ისევ მოძრავი.. საშინელებაა  უმოძრაობა, ერთფეროვნება, სიმუქე.. პულსის დავარდნა და ქვესკნელისკენ დაშვება..
მუდმივად ფიქრი ცუდზე და სასოწარკევეთის მოლოდინში ისე გასვლა დღეების, რომ საბოლოოდ გამოფხიზლებულს კალენდარზე სხვა რიცხვი და თვე გხვდება მხოლოდ. ხშირად ადამიანები საკუთრ თავს  ვაჯერებთ , რომ ყველაფერი კარგად იქნება, გამოსწორდება, იმედს ვიტოვებთ და საბოლოოდ ვხვდებით, რომ ეს სისუსტის ყველაზე დიდი გამოხატულებაა, საჭიროა ფიქრის  ნაცვლად, ჯანსრი შედეგისთვის ვიბრძოლოთ და მივაღწევთ კიდევ, მხოლოდ თქმა, გამოხატვა  არსებულს ვერ უშველის შესაბამისად  ვერ შეცვლის კიდეც, ხოდა გადავწყვიტე, გამოვიდე იმ სამყაროდან რომელსაც მე თვითონ ვქმნი და სადაც შესვლა ჩემს გარდა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, გადავწყვიტე გამოვიდე და სხვაგვარად აღვიქვა ფაქტები, სირთულეები, გამოხატულებები, შევცალო.. დავთმო ჭირვეულობა და მყარად დავდგე ფეხზე..
ისევ დავიწყო ყველაფერი თავიდან როგროც პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, მეტყველებას.. დავიბრუნო ბედნიერების აღქმა და შეგრძნებები სიხარულის, აღტაცების..
მეტყველი მზერის და დაფასების იმისა რაც გვაქვს..  ვაკეთო ის საქმე რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, მიყვარდა და მეყვარევბა, ვწერო ბევრი ყველაზე და ყველაფერზე, პირველ რიგში კი საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე... მზად ვარ გადმოვინაცვლო ჩემს არა-რეალურ სამყაროში და მოვყვე ყველაზე საინტერესო..