Tuesday, February 15, 2011

აღარ მაშინებს სუსხი...

დღეს პირველად მოვიქეცი ისე როგორც ადრე..
პირველად მომინდა სახლიდან ხალისიანად გასვლა, პირველად გავედი ქუჩაში თამამად, პირველად ვიყავი ძალიან ამაყი, არ ვღელავდი,არ მეშინოდა, არ ვდარდობდი, არ განვიცდიდი, პულსიც შესაბამისად ნორმალურია..
 არ მადარდებდა ხალხის უაზრო კითხვები, რომელსაც ასე გავურბოდი, საკუთარ თავს ვუთხარი მე მზად ვარ, არ ვიმალები .. მინდოდა ყველასთვის მეთქვა, მოდით შემეკითხეთ, აქ ვარ გიპასუხებთ.. მინდოდა დაენახათ, რომ მე შევძელი მოვერიე, გვიან მაგრამ მაინც...
დღეს პირველად მომინდა წვიმაში დავმდგარიყავი და ხმამაღლა მეყვირა დაგამარცხე.
მეთქვა,მე გავიმარჯვე.. 
გაცილებით ძლიერი ვარ ვიდრე ფიქრობდი, ვიდრე გეგონა....
მართალია ვერ გაიგებდა მაგრამ მაინც მინდოდა მეთქვა...
არა რა ცინიკურია სამყარო, უცნაური, ამოუცნობი, სასტიკად დასცინის ჩვენს ქმედებებს მაშინ როცა გულუბრყვილოდ ვაგებთ ოცნების კოშკებს, მაშინ როცა, ბრმად გვჯერა შუშის სასახლის არსებობის, თან ბოროტია, ჩუმად დაგვცინის,...
... არ მიყვარს წვიმა,სიცივე, ვერ ვიტან ქარს.. სუსხს..
   მაგრამ
დღეს პირველად ვერ ვგრძნობდი, როგორ მელეწებოდა სახეში წვიმა, საღამოს სუსხმა ვერ შემიწუხა ვერცერთი ნერვი.. :) 
მე ბედნიერი ვარ,
 გავაკეთე ფაქტების ანალიზი, მივხვდი, გაცილებით რთული სიტუაციიდან გამოდის ხალხი, პოულობს ძალას, კეთილი შურით მშურს ჩემი მეგობრის , ის დღეს მაგალითად იქცა ჩემთვის, ახალგაზრდას, ორი თვის შვილთან ერთად სულ მარტოს, არ ეშინია ცხოვრების სისასტიკის, დარწმუნებულია იქნება ბედნიერი, გაუძლებს და გაძლიერდება...
ბუნების კანონია ის, რომ დასაწყისს დასასრული, ხოლო დასასრულს ისევ ახალი დასაწყისი მოყვება, ასე გრძელდება, სანამ, საბოლოოდ არ შეწყდება ჩვენი პულსი წუთისოფელში..
გავიგე ფასი იმ ყველაფრისა რაც მაქვს და რაც მიყვარს, შემიყვარდა წვიმა, სიცივე, ვეღარ მაშნებს სუსხი, ვიცი მარტო არ ვარ.. ვიცი ვარსებობ.. ვიცი არსებობს ის ვისთვისაც ვცოცხლობ... 
დღეს მქონდა ემოციების ზღვა, ოკეანე..კიდევ ერთხელ   დავრწმუნდი, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე.. თუ დრო არ მოვა, თვით ბობოქარი ზღვაც ვერ წაგართმევს, ძალას, სიცოცხლეს,. უფლის ნებაა ყველაფერი, თუ მას უნდა რომ იცოცხლო, იცოცხლებ კიდეც, მთელი ჭიქიდან წყალი ვერ დაიღვრება თვისით, თუ არ აივსო...
 დავიჯერე, რომ რწმენა სასწაულებს ახდენს, დავრწმუნდი,თუ სიცოცხლის სურვილია.. ყინვა ვერაფერს გაკლებს.. აღვიქვი ის რომ,  გატეხილი ქვევრი ღვინოს ვერ გაიჩერებს.. დაიღვრება.. მიწაში დაიკარგება...
მაგალითია ის, რომ სიცოცხლის სურვილმა, ორი დღე ატივტივა ბობოქარ ზღვაში ადამიანი, - ის გადარჩა, გადარჩა სასწაულად, ღვთის ნებით.. და მერე კიდევ იტყვიან სასწაულები არ ხდებაო, არ მოხდება თუ არ დაიჯერებ, ვერ  დაინახავ უფალს, თუ არ შეიგრძენი, თუ არ გაიაზრე, თუ არ შემოუშვი შენში...
ვიცი ისევ გაწვიმდება, ისევ აცივდება, მაგრამ, მე აღარ მაშინებს სუსხი...

No comments:

Post a Comment