Sunday, February 13, 2011

დაბრუნება


დილიდან წვიმს ბათუმში, სიცივესა და თებერვლის ყინვას, ფონად ჩემი ამაზრზენი განწყობა ემატება, ეს ყოველივე გაცრეცილ, მრავალტალღოვან  ბნელ პესიმიზმს უფრო მეტად ამუქებს.. საშინელებაა როცა, შენივე უაზრობის გამო განწყობას იფუჭებ, ნერვებს იგლეჯ და საბოლოო შედეგამდე მაინც ვერ მიდიხარ....დაახლოებით შემოდგომის დასაწყის გავს, იცი რომ ფოთლები  გაყვითლდება, უსიცოცხლოდ დაეცემა დედამიწას.  უკვე გამხმარს კი ქარი  სადღაც მიმოფანტავს, იცი ეს ყველაფერი მოხდება და შეეცადო შეცვალო, შეანელო - დაახლოებით ასეთივეა, იფიქრო და ინერვიულო, იმაზე რაც ვერ გამოსწორდება..  არ გამოსწორდება და მისი შეცვლაც უაზრო მცდელობად დარჩება მხოლოდ..



უკვე ოცდამერვე დღეა რაც სამუშაოს გარეშე 
ვარ, მთელი ეს პერიოდი საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ დასვენება მჭირდებოდა, არა მართლაც ასე იყო, მჭირდებოდა თანაც საშინლად. დღეს კი პირველად ,მძაფრად ვიგრძენი რომ დროა ავდგე, გავექანო და გავხდე ისევ მოძრავი.. საშინელებაა  უმოძრაობა, ერთფეროვნება, სიმუქე.. პულსის დავარდნა და ქვესკნელისკენ დაშვება..
მუდმივად ფიქრი ცუდზე და სასოწარკევეთის მოლოდინში ისე გასვლა დღეების, რომ საბოლოოდ გამოფხიზლებულს კალენდარზე სხვა რიცხვი და თვე გხვდება მხოლოდ. ხშირად ადამიანები საკუთრ თავს  ვაჯერებთ , რომ ყველაფერი კარგად იქნება, გამოსწორდება, იმედს ვიტოვებთ და საბოლოოდ ვხვდებით, რომ ეს სისუსტის ყველაზე დიდი გამოხატულებაა, საჭიროა ფიქრის  ნაცვლად, ჯანსრი შედეგისთვის ვიბრძოლოთ და მივაღწევთ კიდევ, მხოლოდ თქმა, გამოხატვა  არსებულს ვერ უშველის შესაბამისად  ვერ შეცვლის კიდეც, ხოდა გადავწყვიტე, გამოვიდე იმ სამყაროდან რომელსაც მე თვითონ ვქმნი და სადაც შესვლა ჩემს გარდა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, გადავწყვიტე გამოვიდე და სხვაგვარად აღვიქვა ფაქტები, სირთულეები, გამოხატულებები, შევცალო.. დავთმო ჭირვეულობა და მყარად დავდგე ფეხზე..
ისევ დავიწყო ყველაფერი თავიდან როგროც პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, მეტყველებას.. დავიბრუნო ბედნიერების აღქმა და შეგრძნებები სიხარულის, აღტაცების..
მეტყველი მზერის და დაფასების იმისა რაც გვაქვს..  ვაკეთო ის საქმე რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, მიყვარდა და მეყვარევბა, ვწერო ბევრი ყველაზე და ყველაფერზე, პირველ რიგში კი საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე... მზად ვარ გადმოვინაცვლო ჩემს არა-რეალურ სამყაროში და მოვყვე ყველაზე საინტერესო..

No comments:

Post a Comment